19 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია "რუსთავი 2"-ის გუნდის შეთავაზებას პოზიტიურად აფასებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია არხის თანამშრომლების ძმები ყარამანიშვილებისთვის გაკეთებულ შეთავაზებას დადებითაც აფასებენ. მათი თქმით, საკონტროლო პაკეტის გადაცემით დაცული იქნება არხის სარედაქციო პოლიტიკა.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე იმედოვნებს, რომ რუსთავი 2 დამოუკიდებელ არხად დარჩება.

„იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ როგორც აქამდე, ერთად დგომით და ბრძოლით გადაარჩინეს ამ ჟურნალისტებმა რუსთავი 2, ასე გაგრძელდება და რუსთავი 2 იქნება ერთერთი ყველაზე ძლიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსთავი 2-ის კოლექტივისთვის საკონტროლო პაკეტის შესაძლო გადაცემას პოზიტიურად აფასებს.

რუსთავი 2-ის კოლექტივისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა ამ პროცესს დააჩქარებს და მიგვიყვანს გამარჯვების მწვერვალებთან, რასაც ჰქვია რეჟიმის დამთავრება“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მაშინ რუსთავი 2 იქნება ორი მნიშვნელოვანი საკითხის ამარა, ერთი არის თავიანთი კეთილსინდისიერება და მეორე არის, თავიანთი პროფესიონალიზმი,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ. 

დღის ამბები