11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერი წლიური ანგარიშით წარდგება. დავით ნარმანიას თქმით, ის აპირებს, რომ პასუხი გასცეს დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
დედაქალაქის მერმა ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პასუხის გაცემას ნატა ნაზღაიძის საქმეზე, ნარმანიამ აღნიშნა, რომ ის აპირებს ამ საკითხთან დაკვშირებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხოს.
„11 აპრილს საკრებულოს წინაშე წლიური ანგარიშით წარვდგები. ასევე, ვისაუბრებ 2017 წლის გეგმებზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ და ასევე გავცემ ყველა იმ კითხვას პასუხს, რაც შესაძლოა აინტერესებდეთ საკრებულოს დეპუტატებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.