"უნდა იტრიალოს აღნიშნულმა საკითხმა ეთერში, ნაზღაიძე, ნაზღაიძე, ეს არის მათი მთავარი მესიჯი, მათი საქმეა, ისინი ასრულებენ ამ თხოვნას, დავალებას, არ ვიცი, რა უნდა ვუწოდო, ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით გააკეთა.
სამუშიას თქმით, თუ პროკურატურა ნაზღაიძის საქმეზე გამოძიებას დაიწყებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს გადაწყვეტილების სისწორეს. მისი განცხადებით, კითხვის ნიშანი საქმესთან დაკავშირებით არ არსებობს და ოპონენტების მიერ დასმული შეკითხვები პოლიტიკური კონტექსტს უკავშირდება.
ჯაბა სამუშია ნაზღაიძის საქმეზე ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს საკრებულოს უმრავლესობასთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამთ, სამუშიას თქმით, საია-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი აქვს. საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, კიდევ არსებობს სხვა დოკუმენტაცია, რომელიც არ არის ასახული ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში.