19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
უნდა შეიქმნას შპს "რუსთავი2 ჩემია" - სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების გადაწყვეტილება

ცოტა ხნის წინ რუსთავი2-ის კოლექტივის შეხვედრა დასრულდა. განსახილველი საკითხი იყო ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და პასუხი.

თანამშრომლების გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდებით - რუსთავი2 ჩემია.

დღესვე კოლექტივმა სამაუწყებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩია წარმომადგენელი, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი.

შაბათის კურიერი დღეს მოკლე ფორმატით გავა ეთერში და გადაცემის პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ რუსთავი 2-ის ეთერში სწორედ ამ შეკრების სრული ვიდეოჩანაწერი გავა. 

დღის ამბები