19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და ქვეყანაში არსებული მედია გარემო-არასამთავრობო სექტორი ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ხდვება

არასამთავრობოები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს დღეს რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მიაწვდიან ინფორმაციას.

აქცენტი სასამართლო პროცესების მიმდინარეობასა და გამოვლენილ ხარვეზებზე გაკეთდება. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში არსებული მედია გარემო იქნება.

„საკითხი არის ქართული მედია და შეეხება საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს მათ შორის რუსთავი 2-საც. ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს მისი დაწყების დღიდან და ბევრი კითხვა გვქონდა მიმდინარეობის ეტაპზე. შეიძლება ამ კითხვებზეც იყოს საუბარი,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელმა ნინო რობაქიძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები