19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"ამ საკითხის სამართლებრივი განხილვა დიდი ხანია პოლიტიკურ განხილვის საგნად გადაიქცა" - ჯაბა სამუშია ნაზღაიძის საქმეზე საუბრობს

„ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, როდესაც სასამართლომ მოქალაქეებს მიმართა და სასამართლომ მიიღო წარმოებაში. ამ საკითხის სამართლებრივი განხილვა დიდი ხანია პოლიტიკურ განხილვის საგნად გადაიქცა,“- ეს განცხადება ჯაბა სამუშიამ კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საქმის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებაზე გააკეთა.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ პოლიტიკური ოპონენტები უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„ეს არის უპატივცემულობა, როდესაც ერთი მხრივ საკითხი შეგაქვს სასამართლოში და გინდა, რომ სამართლებრივი კუთხით იდაო და ასე თქვათ, სიმართლე გაარკვიო და მეორე მხრივ, ყველაფერია ამ საკითხთან დაკავშირებული თქმული, მაგალითად, კორუფციული გარიგება, კანონის დარღვევა,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ჯაბა სამუშია ასევე აღნიშნავს, რომ დადებითი ფაქტია, რომ სასამართლო გაარკვევს სიმართლეს, სამუშიას თქმითვე, თუ დადგინდება, რომ საკრებულოს კანონი არ დაურღვევია, მაშინ საინტერესოა, ბოდიშს მოუხდიან თუ არა ნაზღაიძის ოჯახს იმ გამონათქვამების გამო, რაც ისმის. 

დღის ამბები