სახალხო დამცველმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში 2016 წლის ანგარიშზე ილაპარაკა, რომელშიც არაერთ გადაცდომაზეა საუბარი. უჩა ნანუაშვილის თქმით, ანგარიში ქვეყანაში არსებულ პრობლემურ საკითხებს მოიცავს.
„დიდი ნაწილი უკავია მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს; სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას; საუბარია მოსმენების კანონზე; შს სამინისტროს არასათანადო მოპყრობის არაერთ ფაქტზე; გამოძიების ხარვეზებზე; პენიტენციურ სისტემას უკავია დიდი ადგილია; ქალთა მიმართ ძალადობის თემასაც; მედიამრავალფეროვნების საკითხებს,“ - აღნიშნა ომბუდსმენმა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიში ყოველთვის არის კრიტიკული.
„სახალხო დამცველის ანგარიში არის სარკე, სადაც ყველამ უნდა ჩავიხედოთ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში რუსთავი2-ის საქმეზეც არის საუბარი.
„ხარვეზები არსებობდა საქმის განხილვის პირველივე ეტაპიდან, შემდეგ ეტაპებზეც რამდენჯერმეც გამოჩნდა, როდესაც ხდებოდა სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევა,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.