rustavi2.com-ის ნაცვლად rustavi2.ge - სამაუწყებლო კომპანიამ ვებ გვერდის მისამართი შეიცვლა.
მიზეზი არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალია, რომლის მეგობრის სახელზეც იყო რეგისტრირებული rustavi2.com და გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა ინფორმაციის გარეშე დატოვა.
ამ ფაქტის გამო ახალ მისამართზე განთავსებული რუსთავი 2-ის ვებ გვერდი გარკვეული პერიოდი შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ამჟამად პრობლემები უკვე მოგვარებულია.