19 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
2 ბოთლ ლუდში გამორთმეული 4 ათასამდე ლარი - პოლიციამ დაზარალებული ინდოელები დაკითხა

ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია. გვიან ღამემდე გაგრძელდა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაზარალებული ინდოელების დაკითხვა.

სამართალდამცველებს ჩვენება სამივე ტურისტმა მისცა. გაიმართა ამოცნობის პროცედურაც. სავარაუდოდ, გამოიკითხნენ ობიექტში დასაქმებული სხვა პირებიც. ძარცვის მუხლით გამოძიების დაწყების მიზეზი ტურისტების განცხადება გახდა.

მათი მტკიცებით, 2 ბოთლ ლუდში კლუბში მათ 4 ათას ლარამდე თანხა გადაახდევინეს. ინდოელები დაწყებული გამოძიებით კმაყოფილი არიან.

დღის ამბები