19 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
"პარტიზანმა მებაღეებმა" ქავთარაძის ქუჩაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს
ქავთარაძის ქუჩაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს გვიან ღამით პარტიზანმა მებაღეებმა. ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილზე ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
 
ნატა ფერაძის თქმით, შეტყობინება მათ ადგილობრივი მცხოვრებისგან მიიღეს. გარემოსდამცველის მტკიცებით, ტერიტორიიდან მოჭრილი ხეები ორი სატვირთო ავტომანქანით გაიტანეს.
 
ადგილზე მივიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგნებიც. მათი მტკიცებით, ნებართვა გაცემულია ოთხი წიწვოვანი ხის მოჭრაზე და კანონი არ დარღვეულა.
 
ქავთარაძის ქუჩაზე მოძრაობის წევრებმა საპატრულო პოლიციაც გამოძახეს.
დღის ამბები