19 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
სუს-ის უფროსი ევროპოლის დირექტორს შეხვდა

სუს-ის უფროსი ევროპოლის დირექტორს შეხვდა. ევროპოლის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა, შეხვედრაზე საუბარი ამ მიმართულებით ევროპოლსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ასევე „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს ითანამშრომლონ ევროპოლთან, როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებებით.

დღის ამბები