07 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
კონსტიტუციაში მოსალოდნელ კიდევ ერთ ცვლილებას ბიზნეს-სექტორი აპროტესტებს

კონსტიტუციაში მოსალოდნელ კიდევ ერთ ცვლილებას ბიზნეს-სექტორი აპროტესტებს. ბიზნესმენები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც თავისუფლების აქტის ქვეყნის მთავარი კანონიდან ამოღებას შესაძლოა, მოჰყვეს.

სახელმწიფო გადასახადების შესახებ მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს.საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საერთაშორისო სავაჭრო პალატა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს.

რეფერენდუმის გვერდის ავლით სახელმწიფო გადასახადების გაძვირების მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე საუბრობენ ბიზნეს ასოციაციაშიც.

გადასახადებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერის გაუქმებაზე უარის თქმას ხელისუფლებას ოპოზიციაც ურჩევს.

უმრავლესობაში აღიარებენ, რომ შესაბამისი მუხლის გაუქმებამ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შესაძლოა, კითხვები გააჩინოს.

ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციების შესახებ მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. კომისიამ საკანონმდებლო დოკუმენტი დაახლოებით ერთ თვეში უნდა მოამზადოს. 

დღის ამბები