07 მაისი 2024,   00:45
ვრცლად
ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავების ვიდეომტკიცებულება არსებობს

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, მისი შვილის დაკავების ფაქტს არჩევანის ეთერში კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ელისო კილაძის განცხადებით, პროკურატურას ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მიაწოდეს. გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილის დაკავების ადგილას არა სამი, არამედ გაცილებით მეტი პოლიციელი იყო.

„დაკავების ადგილას იმყოფებოდა გაცილებით ბევრი ადამიანი და იმყოფებოდა შსს-ს რომელიღაც მაღალჩინოსანი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, მისი შვილის დაკავებაზე ვიდეომტკიცებულებასთან ერთად თვითმხილველებიც ჰყავს.

„არა მარტო ინფორმაცია მაქვს, არამედ მაქვს მტკიცებულებაც. სამართალდამცავებს გადავეცი დღეს,“ - აცხადებს ელისო კილაძე. 

დღის ამბები