07 მაისი 2024,   06:14
ვრცლად
ეს არის გზავნილი, რომ გამართლებულია პოლიტიკური ძალადობა - ელენე ხოშტარია

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებს უსაფრთხოების განცდა არა აქვთ.

არჩევანის ეთერში ელენე ხოშტარია პოლიტიკური ძალადობის წახალისების ფაქტებზეც საუბრობს.

„ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია, ჩამოვთვალო, როდესაც ან კრიმინალი იჩქმალება და საერთოდ არაფერი აღარ ხდება ან პირდაპირ ძალიან მიზერული ჯარიმით უშვებენ. ეს არის გზავნილი, რომ გამართლებულია პოლიტიკური ძალადობა,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძეზე არჩევნებამდე მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საქმე ობიექტურად არ გამოუძიებიათ.

„თავისთავად ის, რომ კრიმინალი კარგად გრძნობს თავს, უკვე სახუმარო სიტყვა გახდა, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ არ არის ნორმალური ვითარება. ეს არის გზავნილი მოძალადეებისთვის, რომ ეს გააგრძელონ,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები