19 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
მე გამწირეს შოთაძემ და მღებრიშვილმა - ყოფილი პოლიციელი შსს-ს მაღალჩინოსნებზე საუბრობს

„მე გამწირა შოთაძემ და მღებრიშვილმა,“ - განაცხადა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა კვირკვაიამ, არჩევანის პირდაპირ ეთერში.

მან გადაცემაში გიორგი მდინარაძის განყოფილებაში ცემის გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, რომლის შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დასაჯეს.

„ასეთ გადაწყვეტილებას, რომ რიგითი თანამშრომელი არ მიიღებს და არც არანაირ გადაწყვეტილებას რომ არ ღებულობს რიგითი თანამშრომელი, ეგეც ცხადია,“ - აცხადებს ლაშა კვირკვაია.

შსს-ის ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ სტრუქტურამ ის თავიდან მოიშორა.

„სიტუაცია არის მარტივი, კვირკვაია ერთი უპატრონო თანამშრომელია და რაღაზე ჩავიყენოთ თავი ამ თავის მართლების პოზიციაში, სადაც ჩვენ წამოგვაძახებენ, რომ აი, თქვენ დროს ადვოკატი სცემეს, ჩვენ მარტივად ვიტყვით, რომ ხო დავიჭირეთ? ხო მიეცა პასუხისგებაში?“ - განაცხადა ლაშა კვირკვაიამ.

მისი განმარტებით, მას შეხვედრა შს მინისტრთან,  გიორგი მდინარაძისგან განსხვავებით არ ჰქონია.

ლაშა კვირკვაია მისი გათავისუფლების ფაქტს იხსენებს. მან განცხადება თავად დაწერა, რადგან განუმარტეს, რომ გახმაურებული საქმის გამო, მთელ სტრუქტურას ზიანს მიაყენებდა.

მან ასევე განმარტა, რომ გადაცემაში შსს-ს გასაკრიტიკებლად არ მისულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები