19 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ამჟამად სოსო გოგაშვილის სამიზნე არის არჩილ ჩუბინიძე, ჩემი შვილის ადვოკატი - ელისო კილაძე

"ამჟამად გოგაშვილის სამიზნე არის არჩილ ჩუბინიძე, ჩემი ადვოკატი, რომელიც მუშაობს როგორც გაზეთის, ასევე ჩემი შვილის საქმეზე,“ - განაცხადა გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში.

ის აღნიშნავს, რომ თუ მისი ადვოკატის მიერ რაიმე სახის პროვოკაცია განხორციელდება, ეს სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილი, მოწყობილი იქნება.

„თუ არჩილ ჩუბინიძის მიმართ განხორციელდება რაიმე ტიპის პროვოკაცია, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იქნება გოგაშვილის ორგანიზებული და მე ვთხოვ ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომ აუცილებლად პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე იმიტომ, რომ არჩილ ჩუბინიძე არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ჩემი შვილის უდანაშაულობის დამტკიცების საქმეში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები