რა ფორმით გაგრძელდება კონსულტაციები მოსმენების კანონის თემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უკვე შეხვდა სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს სადაც, იმ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორი მოსმენების კანონთან დაკავშირებით ამზადებს.
ანა ადოლიძე აცხადებს, რომ პრეზიენტი მზად არის ამ საკითხზე ყველა ჯგუფთან ითანამშრომლოს.
"როგორც ჩანს, ეს იქნება რაღაც მასობრივი პროცესი და საქართველოს პრეზიდენტი რაღაც ფორმით, აუცილებლად გარედან თუ შიგნიდან იქნება ამ პროცესში ჩართული," - განაცხადა ანა დოლიძემ.