არა ჩადებას! - ამ მოწოდებით აქცია დღეს უკვე ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გაიამართება. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას და ბოლო პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით სამართალდამცველების მიერ მოქალაქეების დაკავებას.
"ხელისფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მოძრაობა არა ჩადებას ყოფილიყო დემორალიზებული, მათ შორის ჩემი მეგობრის ცემის ფაქტი ამის ერთერთი დადასტურებაა," - აცხადებს ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე.
აქციის ორგანოზატორთა თქმით, ეს იქნება გზავნილი ხელისფულებისადმი, რომ აღკვეთოს მსგავსი ფაქტები და დასრულდეს ეს მანკიერი პრაქტიკა. აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამართავს.
"ერთხელ და სამუდამოდ ეს აქილევსის ქუსლი, რომელიც სახელმწიფოს აქვს ჩადებების სახით პრობლემად და რომელიც ზოგადად, მთელი საზოგადოების პრობლემაა, ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს," - განაცხადა სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.