რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპაციის ზონის მიმდებარე სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული ალექსანდრე გელიაშვილი გაათავისუფლეს. ადგილობრივების თქმით, ის გუშინ შუადღეს დააკავეს და ოჯახს მთელი დღის განმავლობაში არავინ დაკავშირებია.
მათთვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ახლობლების თქმით, ალექსანდრე გელიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მათი ვარაუდით, ამ მიზეზით გაათავისუფლეს ის გუშინ საღამოს.