გვიან ღამით, გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს თბილისში, ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიდან და თევდორე მღვდლის ქუჩის ნაწილიდან.
ტერიტორია უკვე დაასუფთავა თბილ-სერვის ჯგუფმა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება დღეიდან აღარ მიეცემათ.
თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ, ორ კვირაზე მეტია დაიწყო სხვადასხვა ტერიტორიაზე კონსტრუქციების აღება. როგორც აცხადებენ, მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.
„საფუძველი ამ ღონისძიებებისა არის მოსახლეობის თხოვნა, უამრავი წერილები, შესაბამისად, ჩვენც ვმოქმედებთ. პროცესები გაგრძელდება, გაიწმინდება ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორია. ჩვენი მიზანი არ არის, რომ გარემოვაჭრეები დავტოვოთ ლუკმა-პურის გარეშე, პირიქით, მათ საქმიანობის გაგრძელებას ვთავაზობთ სხვადასხვა ბაზრობებზე,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.