19 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
პოლიტიკური მოტივი უბრალოდ წარმოუდგენელია - მიხეილ გიორგაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინების შეფასებისგან თავს იკავებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.  

კულტურის მინისტრი საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება მის კომპეტენციას სცილდება, თუმცა მიხეილ გიორგაძე ამავდროულად  გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივს და საქმით ხელისუფლების დაინტერესებას.

„უზენაესი სასამართლოს შეფასებას მთხოვთ, რაც ბუნებრივია, ჩემი კომპეტენცია არ არის. ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ მთავრობა დისტანცირებული იყო და არის ამ პროცესისგან, ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. როგორც არა ერთხელ ითქვა, მთავრობა არ ერეოდა ამ პროცესში, შესაბამისად, პოლიტიკური მოტივი აქ უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ იყოს,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები