19 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
თავშესაფრის 7 ათასამდე მსურველი და მხოლოდ 47 დაკმაყოფილებული განაცხადი - EMC სტატისტიკას ავრცელებს

თავშესაფრის 7 ათასამდე მსურველი და მხოლოდ 47 დაკმაყოფილებული განაცხადი. ასეთია სტატისტიკა, რომელსაც EMC ავრცელებს.

არასამთვრობო ორგანიზაციის განმარტებით, უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნვეყლოფის კომისია, ერთ წელზე მეტია არსებობს, თუმცა ის სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ამის გამო კი, EMC-ის შეფასებით, მოქალქეებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.

ამ დროისთვის, მათი ინფორმაციით, მხოლოდ 800 განაცხადი განიხილეს, აქედან 335 უსახლკაროა რეგისტრირებული, 350-ზე მეტს კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს კომისიას, დროულად განიხილოს განაცხადებები.

დღის ამბები