მსოფლიო კინოეკრანებზე ცნობილი ბლოგბასტერის ახალი ფილმი გამოდის. ფორსაჟი 8-ს პირველი ევროპული პრემიერა ბერლინში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ფილმის რეკვიზიტები გამოფინეს.
პრემიერას გადამღები ჯგუფი და მთავარი როლის შემსრულებლები - ვინ დიზელი და შარლიზ ტერონი დაესწრნენ. სწორედ შარლიზ ტერონის გმირი ხდება მრბოლელთა გუნდში განხეთქილების მიზეზი. ის სურათში კიბერტერორისტის როლს ასრულებს. მოვლენები სურათში ჰავანაში, ბერლინსა და ნიუ იორკში ვითარდება.
ეს არის ფორსაჟის პირველი ფილმი, რომელიც პოლ უოკერის გარეშე გადაიღეს. სურათის მსოფლიო პრემიერა 12 აპრილსაა დაგეგმილი, საქართველოს კინოთეატრებში კი ფორსაჟის მერვე ფილმის ნახვას მაყურებელი 13 აპრილიდან შეძლებს.
ვიდეოს სანახავად, თუ როგორ იღებდნენ ფილმის მე-8 ნაწილს, მიყევით ბმულს.