ზუგდიდის მოსახლეობა ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვს და აქცია მართავს. აქციის მონაწილეების აზრით, თვითმმართველი ქალაქის გაუქმება ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია და ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის განვითარებას ხელს შეუშლის.
მათივე განცხადებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შეჩერება ქალაქში დაგეგმილი და დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეაფერხებს.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერიაში ქართული ოცნების აქტივისტები არიან დასაქმებული, რომლებმაც ქალაქში ეკონომიკური უკუსვლა გამოიწვიეს და შედეგად, ხარჯების შემცირების მიზნით, მერიის გაუქმება დაუშვებელია.
ნაციონალური მოძრაობის რეგიონის ოფისი ხელმოწერების შეგროვებას კურირებს და შემდეგ ამ ხელმოწერებით პარლამენტისთვის მიმართვას გეგმავს.