19 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობა ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ - ზაზა ხატიაშვილი პროკურატურას მიმართავს

ადვოკატ გოგა ონიანზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნას ადვოკატთა ასოციაციაში ეხმაურებიან. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, წერილში, რომელიც უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსს გაუგზავნა, საუბარია გოგა ონიანზე შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობაზე.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პროკურატურას დისკრიმინაციული ფაქტის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

„სახალხო დამცველი ადვოკატთან მიმართებაში მოპყრობას მიიჩნევს დისკრიმინაციულად. ეს დასკვნა ითარგმნება, გაიგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ სამარცხვინო დასკვნას. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას გონს მოეგოს და დისკრიმინაციული მოპყრობა, რაც დაფიქსირებულია გოგა ონიანთან მიმართებაში, ეს ფაქტი უნდა აღმოიფხვრას,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დღის ამბები