19 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"გაზპრომის" საკითხი - ოპოზიციური პარტიები ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებენ

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციები ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებენ, მათ გაზპრომთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. აღსანიშნავია, რომ ყველა ფრაქცია კახა კალაძეს სხვადასხვა წინადადებით მიმართავს.

გაზპრომთან დაკავშირებით, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას, რომელსაც საშუალება ექნება ამ და სხვა შემთხვევაში ნახოს ხელშეკრულებები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ინტერესებთან,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაზე საზოგადოებიდან და ოპოზიციური სპექტრიდან ზეწოლა მიმდინარეობს, რომლის დამსახურებითაც დამაზიანებელი შეთანხმებები ქვეყანამ თავიდან აიცილა.

„ეს ზეწოლა გრძელდება და დღესაც და გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივიღებთ იმ პოლიტიკას, რომელიც შედის ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში,“  - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ გაზპრომის ხელშეკრულების გასაჯაროებას ისინიც მოითხოვდნენ.

„რა უნდა ვუყოთ ასეთ ჯიუტ და ცუდად მომუშავე მთავრობას, არის მოსაფიქრებელი,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები