19 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
აქცია სლოგანით "0,00009 ტოლერანტობა" - მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

მოძრაობა თეთრი ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ლაშა ბახუტაშვილის სარჩელზე საუბრობს. ლაშა ბახუტაშვილი მცირე რაოდენობით დეზომორფინით დაიჭირეს, რის გამოც მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. აქტივისტები მსგავს ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.

მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი, გიგა ბრეგვაძე განმარტავს, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მუხლის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოში მოქალაქეებს მიზერული, პირადი მოხმარებისთვის გამოსადეგი დოზის ნარკოტიკული საშუალების გამო რამდენიმე წლით ციხეში სვამენ.

„ბევრი ადამიანისთვის ეს ცვლილება იქნება შვება და ისინი გამოვლენ საპყრობილეებიდან. ამასთანავე ჩვენ 40-მდე ორგანიზაციასთან ერთად ვამზადებთ კანონპროექტს, რომელშიც მოხმარების ოდენობები იქნება განსაზღვრული. დღეს უმეტესობა ნივთიერებაზე არ არსებობს მინიმალური რაოდენობა და მიკროსკოპულ რაოდენობაზეც კი შეიძლება 5 წლით ჩაჯდეს ადამიანი ციხეში,“ - აცხადებს მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი, ქეთა გაბუნია.

მოძრაობაის აქტივისტებმა რიყის პარკში გამართულ მხარდამჭერ აქციაზე საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები