19 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
დეკანოზის ადვოკატები პროკურატურისგან მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვას მოითხოვენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ. ისინი ითხოვენ, რომ მხარეთა უფლებები თანაბრად იყოს დაცული და უწყებისგან სამ დღეში პასუხს ელოდებიან.

თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა ერთი ევროპული კონვენციიდან, ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოდან მივიღებთ დადებით პასუხს და მოგვეცემა საშუალება დაცვის მხარეს, რათა მოვახდინოთ სრულად და ობიექტურად მამა გიორგი მამალაძის უფლებების დაცვა და არ იყოს ისეთი ცალმხრივი კარში თამაში, არა მარტო საზოგადოების თვალში და საზოგადოებასთან მიმართებაში, არამედ სასამართლო პროცესებზეც პროკურატურიდან, რაც დღეს გვაქვს მდგომარეობაში,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები