პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი 2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობს. ნინო ბურჯანაძემ ეუთოს ოდირის კომისიის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რომელიც არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა. ბურჯანაძის განცხადებით, დასკვნის მიხედვით, 6 თვის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არ შეიძლება ითვლებოდეს ლეგიტიმურად. ბურჯანაძისთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ 3 თებერვალს გამოქვეყნებულ ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში შემავალ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ უსაუბრია.
„ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმებით და ოპოზიციის ნაწილთან გარიგებით ნამდვილად გააყალბა ეს არჩევნები და ასევე შეთანხმებით ყველა გაჩუმდა თითქმის ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, თუ დასკვნას დიპლომატიურ ენას გამოვაცლით, ლაპარაკობს იამზე, რომ ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ვერც დემოკრატიულად და ვერც ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.