შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკითხვა სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
პოლიციელებს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტებთან არც ხვედელიძის ოჯახის წევრები საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს 3 აპრილს, საკუთარი სახლის წინ 2 ახალგაზრდა თავს დაესხა და შედეგად, ყოფილ მაღალჩინოსანს თავის არეში 2 გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გუშინ გადაცემა არჩევანში გელა ხვედელიძის ცემის ექსკლუზიური კადრები გავრცელდა.