ძველ თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა. მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს. ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შემოსული შეტყობინების საფუძველზე პოლიცია სწავლობს ვითარებას.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მეტეხის ხიდთან გამნაღმველები მუშაოვბენ.
ბომბის შესახებ ინფორმაცია შსს-ში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა ჩემოდნის მსგავსი ნივთი ხიდთან დატოვა.
კურიერის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს არკვევს.