19 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
თამბაქოზე კონტროლი მკაცრდება - დეპუტატებმა დღეს კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

დეპუტატებმა დღეს პირველი მოსმენით მიიღეს კანონი, რომელიც თამბაქოზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. კანონი, რომლის განხილვაც პარლამენტმა უკვე დაიწყო, ყველანაირ რეკლამას, მარკეტინგულ აქტივობას და გაყიდვის წერტილებში თამბაქოს გამოსაჩენ ადგილებზე განთავსებასაც კრძალავს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მცირე ბიზნესზე დრამატულად აისახება.

ცვლილებების პაკეტი რეკლამირების შეზღუდვასთან ერთად, ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 ათასი, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 ათსი ლარით დაჯარიმდება.  

თამბაქოს კონტროლის გამკაცრება 2010 წლიდან დაიწყო, 2013 წლიდან შემუშავებული სტრატეგიის დამტკიცება კი მხოლოდ ახლა ხდება. საპარლამენტო ოპოზიცია კონტროლის გამკაცრებას ეთანხმება, თუმცა პროექტის მიმართ კითხვები აქვს.

დამტკიცების შემთხვევაში ახალი რეგულაციები ძალაში 2018 წილის იანვრიდან შევა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები