საოკუპაციო საზღვრისპირა მოსახლეობა შესაძლოა, მოსავლის გარეშე დარჩეს. ოკუპირებული ცხინვალი პრეტენზიას უკვე იმ მიწებზეც აცხადებს, რომელიც მავთულხლართებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ემიჯნება. საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ე.წ. საზღვართან მიწა არ დაამუშაონ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკუთარ მიწებზე მომუშავე მოქალაქეების დაკავებები იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. დამყოფი ხაზის მშენებლობას არ დაასრულებს.
საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიები და მუქარები ქართული მოსახლეობის კუთვნილ მოსავალთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მოისმინა.
ე.წ. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში დღეს საუბარი არ ისურვეს.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.