პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლოებას ხარების დღესასწაული მოწამეთა მონასტრიდან მიულოცა. პრეზიდენტი მოწამეთაში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.
“დღევანდელ დღეს ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს. ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება. მინდა, რომ ემოცია სიხარულის ახალის დაბადების ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.