19 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
პეკინის გამზირზე აივნიდან გაზის ბალონი გადმოვარდა - ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

პეკინის გამზირზე, სილამაზის სალონ ლიზის მიმდებარედ ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც თვითმხილველებმა რუსთავი2-ს განუცხადეს, პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 8-სართულიანი კორპუსის აივნიდან თხევადი გაზის ბალონი გადმოვარდა.

თვითმხილველების თქმით, პეკინის გამზირზე ეს ადგილი ხალხმრავლობით გამოირჩევა და გაზის ბალონის გადმოვარდნის მომენტში იქ უამრავი ადამიანის იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 

ამ წუთებში საპატრულო პოლიცია იმ ბინის მესაკუთრეს ესაუბრება, საიდანაც ბალონი გადმოვარდა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, მომხდარზე ძიება არ დაწყებულა. საპატრულო პოლიცია  კანონის შესაბამისად ოქმს შეადგენს.

 

 

 

დღის ამბები