19 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ჩვენ ვართ უპატრონო ხალხი, უპატრონო საქართველო - გარემოვაჭრეების აქცია პარლამენტთან

გარემოვაჭრეები პარლამენტისგან გარე ვაჭრობის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას მოითხოვენ. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებენ.

გარემოვაჭრეებმა თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ასეთი რეგულაციების ამოქმედებამდე ისევ იმ ადგილებზე დაბრუნების და საქმიანობის ნებართვა მოითხოვეს, სადაც აქამდე ვაჭრობდნენ.

"ჩვენ ვართ უპატრონო ხალხი, უაპტრონო ქართველები, უპატრონო საქართველო,“- აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.  

დღის ამბები