19 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ხმაური იპოდრომზე - მუშები ხეებს ჭრიან

ხმაურია ამ წუთებში იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხეებს ჭრიან. ვიდეომასალას ადგილობრივი მცხოვრები, ქეთი ყიფშიძე, ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადარს ჭრიან და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. ხეების მოჭრის პროცესს ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„მოსახლეობა და პარტიზანი მებაღეები მივიდნენ და ფიზიკურად შეაჩერეს ხეების ჭრა. პარტიზანი მებაღე შვილთან ერთად იმყოფებოდა და მანქანაზეც კი ავიდა. ტოტები ცვიოდა, ერთი ტოტი ავტობუსს დაეცა, ეს საფრთხის შემცველი იყო ჩვენთვის და იძულებულები გახდენენ და წავიდნენ. ხე აღარ დარჩა, არ შეიძლება ყველა ხე მოჭრა და კორპუსი ჩადგა,“- განაცხადა რუსთავი 2-თან საუბარში ქეთი ყიფშიძემ. 

დღის ამბები