19 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობის მეოთხე დღეს მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა

შიმშილობის მეოთხე დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა. გიორგი მამალაძის მოთხოვნა უცვლელია, დღეს მისმა ადვოკატებმა საპატრიარქოს საჯაროდ მიმართეს. სასულიერო პირმა ასევე განცხადებით მიმართა პროკურატურას და ოჯახისთვის დაცვის მოხსნა ოფიციალურად მოითხოვა.

დაკავებულ დეკანოზთან დღეს საპატიმროში საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი თევდორაშვილი იმყოფებოდა, დაკავებულის მონახულების შემდეგაც საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ის პროტესტის უკიდურეს ფორმას კი არ მიმართავს, არამედ მარხვაზეა.

საპატრიარქოს წარმომადგენლის ინფორმაციით, დეკანოზს ზიარების მისაღებად ციხეში ორი სასულიერო პირის მისვლა ითხოვდა, დღის ბოლოს გაირკვა, რომ ისინი ციხეში ორშაბათს შევლენ.

მამა გიორგი მამალაძე პროკურატურაში გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში განმარტავს, რომ სასამართლო პროცესების საჯაროობის მოთხოვნით სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს და არ სურს მოსამართლის უარის დასაბუთება ისევ ის გარემოება იყოს, რომ მის ოჯახის მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიება ხორციელდება.

დღის ამბები