19 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
გიგი უგულავამ ხაშურის რაიონში სიღარიბეში მცხოვრები მაისურაძეების ოჯახი მოინახულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში იმყოფებოდა. მან სიღარიბეში მცხოვრები მაისურაძეების ოჯახი მოინახულა, რომელსაც სოციალური დახმარება, მიუხედავად ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებისა, უკვე 1 წელია, მოუხსნეს.

მოგვიანებით გიგი უგულავა ცხრამუხაში შეკრებილ მხარდამჭერებსაც შეხვდა და ესაუბრა.

„არჩევნების მერე 40 ათას ოჯახს აქვს სოციალური დახმარება მოხსნილი. დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით ოჯახში, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს თებერვალში დენის ქვითრის გამო, ოღონდ მთავრი არგუმენტი იყო ის, რომ გარდაეცვალათ შვილი და, შესაბამისად, სარჩენი ნაკლები პირი დაგრჩათო,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები