ოკუპანტების მიერ დაკავებული მამა-შვილის, პაატა და აჩიკო როგავების, ოჯახმა აქცია გამართა. სოფელ რიყეში მცხოვრები როგავების ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულები ნაცემები არიან.
მოსახლეობა ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებას აპროტესტებს და დაუცველობაზე საუბრობს. ისინი პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
მამა-შვილი როგავები სამი დღის წინ ოკუპაციის ხაზთან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
ავტორი: ემა გოგოხია