კურორტ ლოპოტაზე ერთ-ერთი შენობა იწვის. ამის შესახებ რუსთავი2-ს თვითმხილველმა, მარიამ გერსამიამ, აცნობა. მისი განცხადებით, მსხვერპლი არ არის.
როგორც ცნობილია, შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, 2-სართულიანი კოტეჯია.
მარიამ გერსამიას თქმით, ხის კონსტრუქცია მთლიანად დაიწვა. მან რუსთავი2-თან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე სახანძრო 20 წუთში მოვიდა.
მან ხანძრის ვიდეო ცოტა ხნის წინ facebook-ით გაავრცელა.
ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. სახანძრო სამაშველო-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ცეცხლი სახურავიდან გაჩნდა.