მე და კონსტიტუცია ყველა რეგიონში სკოლის მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. პროექტს ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ახორციელებს.
მისი მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებში უზენაესი კანონის ცოდნის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების უფროსკლასების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში "ბრეინ რინგის" პრინციპით ეჯიბრებიან.
დღეს კონკურსს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.