არა ჩადებას - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანია დაიწყო. დედაქალაქის, თითქმის, ყველა მეტროსადგურთან სამოქლაქო მოძრაობა არა ჩდებას წევრებმა ფლაერები დაარიგეს.
მათი თქმით, თუ სამართალდამცავები მოქალაქეებს ნარკოტიკულ საშუალებას ჩაუდებენ, მათმა ახლობლებმა უნდა დარეკონ ფლაერზე მითითებულ ნომერზე და სამოქალაქო მოძრაობის წევრები იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ.
საინფორმაციო აქციაში მონაწილეობას იღებენ დაკავებული დავით ხარშილაძის დედა, ელისო კილაძე და ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულის, მიხეილ თათარიშვილის, მამა.
„ხალხნო, რამდენი დედა, რამდენი მამა, რამდენი შვილი, რამდენი და-ძმა არის გამწარებული, იმის გამო, რომ მათი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჩაუდეს ნარკოტიკი, ან იარაღი, ან სხვა რაღაც. მე იძულებული ვარ, არა მარტო ჩემი შვილის გამო, არამედ ყველასთვის, ვინც ამ დღეშია მათთვის ბოლომდე ვიბრძოლო,“ - განაცხადა მიხეილ თათარიშვილის მამამ, ლადო თათარიშვილმა.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი