პარტიზანმა მებაღეებმა აქცია-პერფორმანსი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინ მოაწყეს. ისინი აჭარაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ ეს ქმედებები ასე გაგრძელდება, ბუნებრივი ლანდშაფტი განადგურდება.
პარტიზანმა მებაღეებმა აქცია-პერფორმანსის ფორმატში ხე ჩარგეს და საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.