02 მაისი 2024,   14:59
ვრცლად
ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება უმრავლესობის მხრიდან, რომ პრეზიდენტს ბრალდება ყველაფერი - გიორგი აბაშიშვილი

„მთლიანობაში, ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება უმრავლესობის მხრიდან, რომ პრეზიდენტს ბრალდება ყველაფერი,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, მაშინ, როდესაც უმრავლესობა თვითიზოლაციას ახორციელებს და სხვისი აზრის გათვალისწინებაზე ცალსახად უარს ამბობს, სხვადასხვა სახის „კონსპირაციული შეთქმულებების“ თეორიები ჩნდება.

„ერთ-ერთი ასეთი მთავარი კონსპირაციის თეორია ჩამოყალიბდა სწორედ ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩვენ, თურმე, ვესაუბრებით საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებზე, კომისიის დატოვებაზე და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციაზე საქართველოს მოსახლეობის აზრის მოსმენის სახით.

გიორგი აბაშიშილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ეს ფორმატი დაეხმარება. მისი თქმით, რეგიონებში შეხვედრები ქვეყანაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მისი აზრით, მმართველმა გუნდმა დღეს არ იცის, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა დღეს.

დღის ამბები