02 მაისი 2024,   22:09
ვრცლად
იქ ყოფნით თამაშობდი შირმის როლს - ნიკა რურუა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას აფასებს

ნაციონალურ მოძრაობაში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას აფასებენ და კიდევ ერთხელ განმარტავენ იმ მიზეზს, თუ რატომ თქვეს უარი ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელებაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ენმ-ს მიბაძავენ და კომისიას დატოვებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, კომისიაში ამინდს მხოლოდ ქართული ოცნება აკონტროლებდა და დანარჩენი წევრები მხოლოდ შირმის როლს ასრულებდნენ.

„კონსტიტუციები არ იცვლება ასეთ მოკლე დროში და ერთი ძალის მიერ იქ სხვას არავის შეეძლო ამინდის შეცვლა. ესაა მთავარი. იქ ყოფნით თამაშობდი შირმის როლს, რომ ვითომ ყველაფერი დემოკრატიულად ხდება და სინამდვილეში ასე არ იყო. გადამწყვეტი ხმების რაოდენობა ჰქონდა ოცნებას, ანუ ყველაფერს აკეთებდა ოლიგარქიის და ოლიგარქის სასარგებლოდ. ამიტომ, ჩვენი იქ ყოფნა ამას არ გააკეთილშობილებს და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოპოზიციური ძალებიც მოგვბაძავენ,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები