02 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
ისრაელის საპატიმროებში მყოფმა 1500-მა პალესტინელმა შიმშილობის აქცია დაიწყო

ისრაელის საპატიმროებში მყოფმა 1500-მა პალესტინელმა შიმშილობის აქცია დაიწყო. ისინი ციხეებში არსებულ პირობებს აპროტესტებენ.

აქცია პალესტინელთა ყოფილი ლიდერის მარვან ბარგურტის მიერაა ორგანიზებული, რომელსაც 5 მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ის პარტია ფათხის წევრია და პალესტინის ავტონომიის ლიდერის მაჰმუდ აბასის შემცვლელად სახელდება.

პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ბეთლემში, ღაზასა და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე მდებარე დასახლებებში. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, თუმცა მათი შეჩერება საგუშაგოებთან ებრაელმა სამხედროებმა სცადეს, რასაც შეტაკებები მოყვა.

დღის ამბები