02 მაისი 2024,   18:34
ვრცლად
აშკარაა, რომ ქვეყანა ორადაა გაყოფილი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის რეფერენდუმს აფასებს

ევროკავშირი ანკარას ეროვნული კონსენსუსის მიღწევისაკენ მოუწოდებს. თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაავრცელეს და თურქეთის ხელისუფლებას იმ მცირე სხვაობაზე მიუთითეს, რომლითაც კონსტიტუციაში ცვლილებების მომხრეებმა გაიმარჯვეს.

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმაც შეაფასა.

„რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, თურქეთის მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. აშკარაა, რომ ქვეყანა ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი აკრიტიკებს ამ რეფერენდუმს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში ერთიანობა შენარჩუნდეს. თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და როდესაც სამხედრო დიქტატურა დამყარდა, ნატო-დან მისი გაგდება არც არავის უფიქრია, რადგან არ გვინდოდა საბჭოთა კავშირის მიმართულებით ევლოთ. დღესაც იგივე ინტერესი გვაქვს,” - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

ევროპარლამენტის დეპუტატები მოსაზრებებს სოციალურ ქსელშიც გამოთქვამენ და თურქეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, მოუწოდებენ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს პატივი სცენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები