07 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
შეცვლილი ვადები - თამბაქოს კონტროლზე ცვლილებების კანონის ზოგიერთი მუხლი, სავარაუდოდ, 2020 წლიდან ამოქმედდება

თამბაქოს კონტროლზე ცვლილებების კანონის ზოგიერთი მუხლი, სავარაუდოდ, 2020 წლიდან ამოქმედდება.

ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ კანონი სრულად ძალაში 2018 წლისთვის უნდა შესულიყო, მთავრობის შენიშვნების გაცნობის შემდეგ შეიცვალა.

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მთავრობასთან თანამშრომლობით ოპტიმალურ ვარიანტს შეიმუშავებენ. 17-გვერდიან შენიშვნებში საპარლამენტო უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ვადები აღმოჩნდა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ყურადღება მოქალაქეების უსამსახუროდ დატოვების საფრთხეზე უნდა გაამახვილოს.

ამ საკითხზე საუბარი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების შენიშვნებშიც, თუმცა პარლამენტში მათივე თანაგუნდელები ამ წინადადებებს არ იზიარებენ.

კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი სრულად მისაღებია ომბუდსმენის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის. მათი განცხადებით მთავრობის შენიშვნებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების გავლენა იგრძნობა.

 

 

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი 

დღის ამბები