07 მაისი 2024,   06:29
ვრცლად
ლავროვის ვიზიტი სოხუმში - ოფიციალური თბილისი რუსეთის ქმედებას გმობს

სერგეი ლავროვის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დღის მეორე ნახევარში დაეშვა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ლავროვი და ხაჯიმბა სოხუმში საელჩოს ახალი შენობის გასახსნელად გაემგზავრნენ.

აფხაზური სააგენტოს ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს სხვა გეგმებიც აქვს, მათ შორის, მის მიერ აღიარებულ რეგიონთან სტრატეგიული კავშირის განმტკიცება და ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსის გაძლიერება.

სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპაციის ლეგალიზაციის მცდელობად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს.

სერგეი ლავროვის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური განცხადებით უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

ოპოზიციაში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დემონსტრაციულ ვიზიტს სოხუმში, საქართველოს ხელისუფლების სუსტ საგარეო პოლიტიკას უკავშირებენ.

სერგეი ლავროვი სოხუმში უკვე ხვალ ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. 

დღის ამბები